ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ფხენიანს გაზსადენის გაყვანაში დახმარებას სთხოვს


მოსკოვი ფხენიანს გაზსადენის გაყვანაში დახმარებას სთხოვს

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ქვეყნის ხელისუფლებას თანამშრომლობა სთხოვა ბუნებრივი აირის მილსადენის გაყვანაში, რომელიც სამხრეთ კორეას რუსეთთან ჩრდილოეთ კორეის გავლით დააკავშირებს.

ფხენიანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ წერილში ასევე ნახსენებია სამ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზებისა და რკინიგზის მაგისტრალის აშენება.

რუსეთის საგარეო საქნეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მილსადენის აშენებასთან დაკავშირებული თავდაპირველი შეთავაზება ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ დადებითად მიიღო.

XS
SM
MD
LG