ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეელების რეაქცია რაკეტის გამოცდაზე


ჩრდილოეთ კორეაში ბირთვულ გამოცდას მოსახლეობა სიხარულით აღნიშნავს

ჩრდილოეთ კორეაში ბირთვულ გამოცდას მოსახლეობა სიხარულით აღნიშნავს.
და მაშინაც კი როცა მსოფლიო ლიდერები აგრძელებენ ფხენიანის მოქმედებების დაგმობას, საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები უკვე დარწმუნდნენ რომ ბოლო ბირთვული ტესტი ხუმრობა როდი იყო.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ამბობს:
„მომხდარი ფაქტი ბირთვული იარაღის გავრცელების საშიშროებას ქმნის, ვითარება მიესადაგება ირანის საკითხსაც. ამდენად ის, თუ როგორ რეაგირებას გავაკეთებთ ფხენიანის მოქმედებებზე თეირანის სამომავლო ნაბიჯებსაც განსაზღვრავს.“
ვაშინგტონში ბაზირებული ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და ამერიკის უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრი რაიმონდ ტანტერი ამ მოსაზრებას ეთანხმება:
ტანტერი დარწმუნებულია, რომ იმისათვის, რათა თეირანს ბირთვული იარაღის განვითარებაში ხელი შეუშალო, ჩრდილოეთ კორეას მკაცრად უნდა დაუდგე და განხორციელებული გამოცდისთვის პასუხი აგებინო.
ტანტერი დასძენს, რომ ამ დრომდე დასავლეთის განწყობა და დამოკიდებულება ჩრდილოეთ კორეის მიმართ გადამჭრელი არ ყოფილა.
ის ფიქრობს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეას ბომბის გაშვების სიმულაციის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა, ამით ირანის მისამართით არასწორ სიგნალს გავაგზავნით. თუ ფხენიანს არავინ თხოვს პასუხს, ირანსაც აქვს უფლება ანალოგიურად მოიქცეს-ჩათვლიან თეირანში.
ამ კონტექსტში, არსებობს მინიშნებებიც, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა თანამშრომლობენ. გასულ წელს მათ ხელი მოაწერეს სამეცნიერო დარგში პარტნიორობის რიგ შეთანხმებებს.
ვაშინგტონი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას საშიშროებად განიხილავს. ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს იმასაც, რომ ირანი, ჩრდილოეთ კორეელ ექსპერტებს ურანის გამდიდრების დეტალებს უზიარებს და სანაცვლოდ, ფხენიანისგან სარაკეტო ტექნოლოგიებს იღებს.
ვაშინგტონში დაფუძნეული ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი მაიკლ ოჰანლონი ფიქრობს რომ ირანსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობა დიდ რისკს შეიცავს. ჰანლონი მიიჩნევს, რომ ირანული ბირთვული ობიექტების ამოცნობა და მიგნება, და თეორიულად მათზე თავდასხმა შესაძლებელია. ეს უფრო რთული საკითხია ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში.

ამერიკის პრეზიდენტმა სამშაბათს გაკეთებულ ყოველწლიურ მიმართვაში კონგრესისადმი აღნიშნა, რომ თეირანს მანევრირების საშუალება არ მიეცემა:
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის ხელისუფლებას ბირთვული იარაღის განვითარების ძალისხმევაში ამერიკა ყველანაირად შეუშლის ხელს.
რეალურად რა ზეწოლა გატარდება ოფიციალური თეირანის წინააღმდეგ, ამას თებერვლის ბოლოს ირანსა და მსოფლიო ლიდერებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგები განსაზღვრავს.
XS
SM
MD
LG