ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა სამხრეთ კორეას ეწვევა


პრეზიდენტი ობამა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებული ზონის დათვალიერებას აპირებს. სამხრეთ კორეის მედიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულობის კერას ამერიკის პრეზიდენტი სეულში თვის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს.

ამერიკის მხარე პრეზიდენტის მიერ ზონის დათვალიერების დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. კემპ ბონიფასში, აღნიშნული ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებია განლაგებული. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული საზღვარი დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ შეიარაღებულ ზონად ითვლება.

პრეზიდენტი ობამა სამხრეთ კორეას 25 მარტიდან 27 მარტამდე ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე დასასწრებად ეწვევა. სამიტში ამერიკის პრეზიდენტთან ერთად 50 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტი, ჰუ ძინტაოც მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG