ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი სეპარატისტებს მოუწოდებს


რუსეთის პრეზიდენტი კიევის მთავრობას ბრალს სდებს კრიზისის შექმნაში და გადატრიალების შედეგად ძალაუფლების დასაკუთრებაში ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ პრო-რუს სეპარატისტებს მოუწოდებს გადადონ კვირას დანიშნული რეფერენდუმი.

დღეს, მოსკოვში, ეუთოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, პუტინმა თქვა, რომ ეს მოწოდება უკრაინის მთავრობასთან „დიალოგისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად“ გააკეთა.

პუტინმა კიევში მყოფ მთავრობას ბრალი დასდო კრიზისის შექმნაში და ის, გადატრიალების შედეგად ძალაუფლების დასაკუთრებაში დაადანაშაულა. მან დასძინა, რომ კრიზისი დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს უკრაინის ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით.
XS
SM
MD
LG