ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინელი სამშვიდობოები გაათავისუფლეს


სამშვიდობო მისიის წევრები გაეროს დელეგაციას დღეს ერთ-ერთ სასაზღვრო რეგიონში გადასცეს

სირიაში ოთხი ფილიპინელი სამშვიდობო მისიის წევრი გაათავისუფლეს, რომლებიც ქვეყანაში გაეროს ეგიდით იმყოფებოდნენ. ისინი გასულ კვირას გაიტაცეს, რამაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია.

სამშაბათის შემდეგ ტყვეობაში მყოფმა ფილიპინელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს, განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე გენერალმა დომინგო ტუტანმა. მისი თქმით, სამშვიდობო მისიის წევრები გაეროს დელეგაციას დღეს ერთ-ერთ სასაზღვრო რეგიონში გადასცეს. ამბოხებულთა გენერალს არ დაუკონკრეტებია, თუ სად და რა პირობებში მოხდა მათი დაბრუნება.

დღესვე დამასკოში გავრცელდა მთავრობის ოფიციალური განცხადება, რომელიც თურქეთში მომხდარ აფეთქებებში სირიის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. ტერორისტულ აქტში 46 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.
XS
SM
MD
LG