ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხატია ბუნიათიშვილი კარნეგი ჰოლში


პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ნიუ-იორკში კონცერტს გამართავს. როგორც წინასწარ არის ცნობილი, კონცერტი კარნეგი ჰოლში 21 მაისს გაიმართება.

ინფორმაცია ამის შესახებ კარნეგი ჰოლის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. კონცერტი ნიუ-იორკის დროით 8 საათზე დაიწყება.

ქართველი პიანისტი საფრანგეთში ცხოვრობს და წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში მართავს კონცერტებს. რამდენიმე კვირის წინ ის თბილისში იმყოფებოდა და მესმენელის წინაშე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგა.

ქართველი პიანისტი რამდენიმე საერთაშორისო პრიზის მფლობელია და მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთშორისო მუსიკალურ ფესტივალში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG