"სონი ფიქჩერსი" აცხადებს, რომ უკვე გადაღებული ფილმიდან "მთელი მსოფლიოს ფული" კევინ სპეისის მონაწილეობით შესრლებულ სცენებს ამოჭრის და მას სხვა, ასევე ოსკაროსანი მსახიობით ქრისტოფერ პალმერით ჩაანაცვლებს. რეჟისორი რიდლი სკოტი ამბობს, რომ ახალი სცენების გადაღება ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან ფილმის პრემიერა უკვე დაგეგმილი იყო და ის 22 დეკემბერს უნდა გამართულიყო.
კევინ სპეისი ბოლო პერიოდში სექსუალურ შევიწროვებასა და შეურაცხყოფაში ათზე მეტმა ადამიანმა დაადანაშაულა.
Facebook Forum