ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი სირიას აფრთხილებს


სირიის მთავრობას საბოლოო გადაწყვეტილებისთვის დრო სჭირდება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, მას სჯერა, რომ სირიის მთავრობა და ოპოზიციის კოალიცია ივნისში სამშვიდობო კონფერენციას დაესწრება.

სამშაბათს სტოკჰოლმში ყოფნისას, კერიმ განაცხადა, რომ რუსეთმა მას სირიის მხრიდან სავარაუდო წარმომადგენლების გვარებიც კი მიაწოდა.

სირიის სახელმწიფო მედიამ მინისტრ ომრან ალ-ზოუბის განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მთავრობას საბოლოო გადაწყვეტილებისთვის დრო ესაჭიროება.
XS
SM
MD
LG