ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივნის პირველი საჯარო გამოსვლა


ჯონ კერი

ჯონ კერი ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ოთხშაბათს ქალაქ შარლოტსვილის ვირჯინიის უნივერსიტეტში ახლად დანიშნული სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საზოგადოების წინაშე სიტყვით პირველად გამოვა.

ვირჯინიის უნივერსიტეტი ტომას ჯეფერსონმა მეცხრამეტე საუკუნეში დაარსა. ამერიკის ხმა დაინტერესდა, თუ როგორ ემზადება ვირჯინიის შტატის ეს პატარა ქალაქი ქვეყნის მეორე პირის დასახვედრად.

ქალაქს დიდი ისტორია აქვს. საცეკვაო ჯგუფი ადგილობრივი კაფეტერიის შენობის უკან რეპეტიციას გადის. მოცეკვევეებს შორის ზოგი რუსეთიდან არის, ზოგიც თურქეთიდან. ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც სახელმწიფო მდივანს პოსტზე ყოფნის დროს მოგზაურობა აუცილებლად მოუწევს.

„ჩვენ საკუთარ შემოქმედებას მშვიდობას ვუძღვნით, ქვეყნებსა და კულტურებს შორის მშვიდობიანი ურთეირთობის მომხრე ვართ. დარწმუნებული ვართ, ჯონ კერიც ამგვარად უყურებს სამყაროს,“ -ამბობს უნივერისტეტის ერთერთი სტუდენტი.

ჯონ კერი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ვირჯინიის უნივერსიტეტის კემპუსის ტერიტორიაზე მიმართავს. ადგილობრივი პერსონალი იქაურობას სტუმრების მისაღებად ამზადებს.

უნივერსიტეტი შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტის დროს -1800 წელს დაარსდა. უნივერსიტეტში სულ 21 000 სტუდენტი სწავლობს.კონორ სმიტი პირველკურსელია და სახელმწიფო მდივნის გამოსვლაზე დასწრებას გეგმავს:

„თვრამეტი წლის ვარ და უკვე არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მაქვს, ამიტომ მინდა პოლიტიკაზე მეტი ვიცოდე. განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა მაინრტერესებს.“

ჯონ კერი სავარაუდოდ საგარეო პოლიტიკის ინვესტიციების და მისგან მიღებული სარგებლის შესახებ ისაუბრებს. ჯეფ ლეგრო უნივერსიტეტში გლობალურ საკითხების შემსწვალელ მეცნიერებას ეუფლება:

„მე ვფიქრობ, ქერი გამოსვლისას მნიშვნელოვან თემებს შეეხება. ისაუბრებს იმ სამუშაო ადგილებზე, რომელიც საგარეო პოლიტიკაში ინვესტიციებით იქმნება და იმ უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავს, რაც ამ ინვესტიციების მიზანია.“

სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის გამოსვლის წინ უნივერსიტეტის სტუდენტთა გლობალური საბჭო შეკრიბა. პაულა ანა ომიუ ნიგერიიდანაა.

„ჩვენი საბჭოსთვის ეს ძალიან საამაყოა. გვიხარია, რომ ჩვენ ხმას ყველას მივაწვდენთ."

ვირჯინიის უინივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები სახელმწიფო მდივნის გამოსვლას სულმოუთმენლად ელიან. ეს ისტორიული დღე მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
XS
SM
MD
LG