ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი სირიაზე საუბრობს


სახელმწიფო მდივანი საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს, დრო არ დაკარგოს უკვე ცნობილი ფაქტების შესახებ დებატებზე

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:11 0:00
ბმული

„თქვენ უფლება გაქვთ შეიქმნათ საკუთარი მოსაზრება, მაგრამ არ გაქვთ უფლება შექმნათ საკუთარი ფაქტები.“

ამ სიტყვებით დაიწყო სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თავისი მიმართვა, სირიაში ქიმიური იარაღის არაადამიანური გამოყენების წინააღმდეგ გლობალური აქციისკენ მოწოდებით.

კერიმ ხუთშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტში მისულ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სირიაში, 21 აგვისტოს მომწამლავი გაზით იერიშთან დაკავშირებული ფაქტები არაა ძნელი გასაგები.

„ზარინი იქნა გამოყენებული. ზარინმა სიკვდილი გამოიწვია. ახლა მსოფლიომ უნდა დაადგინოს თუ ვინ გამოიყენა ეს. რეჟიმმა, რომელსაც ადრეც გამოუყენებია ქიმიური იარაღი, რომელსაც აქვს რაკეტები და შეიარაღება, თუ ოპოზიცია შეუმჩნევლად შეიპარა საკუთარი ხალხის დასახოცად იმ ტერიტორიაზე, რომელსაც არ აკონტროლებს, რათა გაეშვა რაკეტები, რაც მას არ აქვს და შეიცავდა ზარინს, რაც მას არ გააჩნია.“

ის ამბობს, რომ გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები გაესაუბრნენ 50 გადარჩენილს, გააანალიზეს მათი სიმპტომები, სისხლი, თმა და მათი გარემო, რითაც დადასტურდა ადრე მიღებული დასკვნები. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოხსენებაში დამნაშავე მხარე არაა დასახელებული, როგორც კერი ამბობს, გაეროს წარმომადგენლები რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტით დაბრუნდნენ, რომლებიც ანალიზის შედეგად, ასადის მთავრობას წარმოაჩენენ დამნაშავე მხარედ.

ახლა კერი საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს, დრო არ დაკარგოს უკვე ცნობილი ფაქტების შესახებ დებატებზე. ის ამბობს, რომ სირიის ქიმიური შეიარაღების სრულად განადგურება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ გამჭვირვალე გზებით.

მანამდე პრეზიდენტმა ასადმა ამერიკულ საინფორმაციო ქსელ ფოქს ნიუსს უთხრა, რომ სავსებით მზადაა დაცალოს თავისი მთავრობის ქიმიური არსენალი. მან პირობა დადო დაემორჩილოს ამერიკა-რუსეთის შეთანხმებას, რომელიც მიმართულია ქიმიური მარაგის გასანადგურებლად და ავალდებულებს სირიის მთავრობას, შაბათისთვის გაამჟღავნოს მის ქიმიურ შეიარაღებასთან დაკავშირებული დეტალები.

სირიის პრეზიდენტი უარყოფს იმას, რომ გასულ თვეს მისმა ძალებმა განახორციელეს მომწამლავი გაზით თავდასხმა, რასაც ასობით ადამიანი შეეწირა დამასკოსთან ახლოს. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ თავდასხმამ დაახლოებით 1400 ადამიანი იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG