ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამშვიდობო კონფერენცია ივნისში გაიმართება


ასადის ხელისუფლებას სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობა არ სურს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სამშაბათს განაცხადა რომ სირიის საკითხთან დაკავშირებული სამშვიდობო კონფერენცია შესაძლოა ივნისში ჩატარდეს. ჯერ გაურკვეველია, რუსეთი და დასავლეთი შეძლებენ თუ არა განსხვავებების დაძლევას და მოილაპარაკებენ იმაზე, თუ როგორ შეუწყონ ხელი სისხლიანი კონფლიქტის დასრულებას.

სამშაბათს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჩასულმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა რომ, დიდი პროგრესია მიღწეული სირიის სამშვიდობო კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ ივნისში გაიმართება.

ჯონ კერი: ამერიკელი დიპლომატები მუშაობას აგრძელებენ, კავშირი აქვთ ყველასთან და ყოველ დღე მართავენ შეხვედრებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, სირიის საკითხის მოგვარების ერთადერთი , საუკეთესო გზა არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება.

სირიის ხელმძღვანელობამ სამშაბათს განაცხადა, რომ უფრო მეტი დეტალია დასაზუსტებელი, ვიდრე კონფერენცია გაიმართება. მათ ასევე განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას არცერთ ღონისძიებაში, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნის. ჯონ კერიმ თქვა, რომ შეხვედრას სირიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები დაესწრებიან. ეს ერთგვარი გაფრთხილება იყო სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მიმართ.

ჯონ კერი: თუკი ის ამ ძალისხმევასაც ისე გადააყოლებს საკუთარ სურვილებს, როგორც ქვეყნის მომავალი გადააყოლა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ნათელია რომ ოპოზიცია დამატებით დახმარებას მიიღებს.

ამ დრომდე შეერთებული შტატები თავს იკავებს ოპოზიციას იარაღით დაეხმაროს.

თუმცა, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირზე ზეწოლას ახდენენ, რომ სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო მოხსნას.
სამშაბათს, ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ნებისმიერი ისეთი საწინააღმდეგო ქმედებისგან თავის შეკავებაზე ისაუბრა, რომელიც სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს.

გასულ კვირას ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ეს განპირობებული იყო ისრაელის შეშფოთებით, რომ ბაზაზე არსებული ირანული წარმოების იარაღი ლიბანელური ჯგუფის ჰეზბოლას მებრძოლებისთვის არ ყოფილიყო გადაცემული.

ისრაელმა გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ რუსეთი აპირებს სირიის მთავრობას საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემა მიყიდოს.

თუკი სირიის სამშვიდობო საკითხთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა, უცნობია რუსეთი და დასავლეთი რამდენად შეძლებენ განსხვავებების გადალახვას, აცხადებს ენდრიუ ტაბლერი, რომელიც ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია.

ენდრიუ ტაბლერი : შეერთებულ შტატებს ასადის ხელისუფლებიდან წასვლა სურს. უცნობია რუსეთის პოზიცია და ის, თუ რა იქნება მათთვის მისაღები - ასადის წასვლა, თუ თანამდებობაზე დარჩენა.

ტაბლერი ამბობს, რომ კონფერენციაში მონაწილეობა ასადის ხელისუფლებისთვისაც იქნება სასარგებლო.

ენდრიუ ტაბლერი: ასადის რეჟიმს შესაძლებლობა აქვს საკუთარი პოზიციებით მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას. ეს პოზიცია შესაძლოა წინააღმდეგობრივი იყოს და იმის საფრთხე შექმნას, რომ მისი ოპოზიციაც გახლიჩოს. ის ნაწილიც კი, რომელიც მასთან მოლაპარაკებების სურვილს გამოთქვამს.

სირიის მთავარი ოპოზიციური კოალიცია 23 მაისს სტამბოლში შეხვედრას მართავს, სადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან დაესწრებიან თუ არა კონფერენციას. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ოპოზიციის რღვევა და მებრძოლი-ისლამისტების მოწვევა ამ კონფერენციაზე კიდევ უფრო გაართულებს სამშვიდობო კონფერენციის გამართვის თაობაზე მოლაპარაკებებს.
ამასობაში, სირიის სისხლიანი კონფლიქტი ისევ გრძელდება.
XS
SM
MD
LG