ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელ-პალესტნის სამშვიდობო მოლაპარაკებები


სახელმწიფო მდივანს მოლაპარაკების განახლების ვადების დაწესება სურს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ისრაელსა და იორდანიას შორის მოძრაობს პალესტინელებსა და ებრაელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების მიზნით.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მას არ სურს მოლაპარაკების განახლების ვადები დააწესოს, მაგრამ დროის გაჭიანურება, მშვიდობის დამყარების მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ იმოქმედებს.
ბატონი კერის განცხადებით:“ ამ პროცესის გაწელვა ადამიანებს მოთმინებას დაუკარგავს და ცინიზმის გაძლიერებას გამოიწვევს, რადგან სრულად შესაძლებელ რამეს მიუღწეველ ოცნებად წარმოაჩენს.“
დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იორდანიის დედაქალაქ ამანში პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდა და იერუსალიმში დაბრუნდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად.
XS
SM
MD
LG