ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ლაოსს დახმარებას გაუზრდის


ამერიკის შეერთებული შტატები ლაოსისთვის დახმარების გააქტიურებას გეგმავს. ამაში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ცოცხალი ამუნიციისგან გაწმენდა და მდინარე მეკონგის დელტაში ტექნოლოგიებზე წვდომის გაზრდა შედის.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ამ ინიციატივაზე დღეს ლაოსის დედაქალაქ ვიენტიანში ვიზიტის დროს ისაუბრა.

კერის ვიზიტის დროს განხილული თემები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის - იგივე ასეანის - სპეციალური სამიტის საფუძველია, რომელსაც თებერვალში, კალიფორნიაში ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უასპინძლებს.

XS
SM
MD
LG