ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი

ნაზარბაევმა „მუდმივი მხარდაჭერისთვის“ შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა. პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ამბობს, რომ ის მადლობელია იმ „მუდმივი მხარდაჭერისთვის“, რომელსაც შეერთებული შტატები ყაზახეთის „სუვერენიტეტის და ეკონომიკური განვითარების“ მიმართ იჩენს.

ჯონ კერის და ნურსულთან ნაზარბაევის შეხვედრა ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ცენტრალურ აზიაში მიმდინარე ოთხდღიანი ტურის შემადგენელი ნაწილია. კვირას ჯონ კერი უზბეკეთში იმყოფებოდა, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის 5 ქვეყნის ლიდერს შეხვდა. ესენია: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თუქმენეთი და უზბეკეთი.

XS
SM
MD
LG