ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივანი ლონდონში ჩავიდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ლონდონში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა. ამით კერიმ პირველი ოფიციალური ტურნე დაიწყო სახელმწიფო მდივნის ამპლუაში.

კერი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ დევიდ კამერონს და საგარო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგს ორშაბათს შეხვდება. ლონდონის შემდეგ სახელმწიფო მდივანი გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, თურქეთში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და ბოლოს კი ყატარში ჩავა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, 9 ქვეყანაში გამართული შეხვედრების ძირითადი თემა სირია იქნება. კერი სირიის ოპოზიციასთანაც გეგმავს შეხვედრას.
This item is part of
XS
SM
MD
LG