ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი მაჰმუდ აბასს ხვდება


ამერიკის სახელმწიფო მდივანი პალესტინის პრეზიდენტთან პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ისაუბრებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ტურს აგრძელებს, დღეს პალესტინის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. ჯონ კერი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ეწვევა და ისრაელს და პალესტინას შორის მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, მაჰმუდ აბასთან ისაუბრებს.

იორდანიიდან გამგზავრებამდე ჯონ კერი საებ ერეკატს შეხვდა, რომელიც პალესტინის მხრიდან მთავარ მომლაპარაკებლად არის დანიშნული. პალესტინის პრეზიდენტ, მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში დაბრუნდება.

თეთრი სახლის განცხადებით, ხუთშაბათს პრეზიდენტი ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაუკავშირდა და სთხოვა მას ემუშავა ჯონ კერისთან ერთად, რათა „მოლაპარაკება პალესტინასთან რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს“. წლის დასაწყისში სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშნვიდან ეს ახლო აღმოსავლეთში ჯონ კერის მე-6 სამშვიდობო ვიზიტია.
XS
SM
MD
LG