ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა


კენიის უზენაესი სასამართლო გასულ თვეს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აუქმებს და საარჩევნო კომისიას ხელახალი არჩევნების ჩატარებას ავალდებულებს.

სასამართლო აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ არჩევნების დროს დაარღვია კანონი, რითაც მთლიანად არჩევნებს მიაყენა ზიანი.

საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი 55 წლის უჰურუ კენიატა და 72 წლის ვეტერანი ოპოზიციონერი რაილა ოდინგა უპირისპირდებოდნენ.

სასამართლოს არჩევნების შედგების გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციის ლიდერმა ოდინგამ მიმართა. ოდინგა ამბობდა, რომ მოქმედ პრეზიდენტ კენიატასთან 1.4 მილიონი ხმით დამარცხება გაყალბებული არჩევნების შედეგი იყო.

აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდნეტო არჩევნებს მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, აქციებზე მომხდარ ძალადობებს 28 ადამიანი ემსხვერპლა.

კენია აღმოსავლეთ აფრიკის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, სადაც არჩევნებს ხშირად არეულობები მოყვება. 2007 წელს, როცა ოდინგა ასევე დამარცხებულად გამოცხადდა, საპროტესტო აქციები კვირების განმავლობაში გაგრძელდა, რასაც ეთნიკური დაპირისპირებები მოყვა, მაშინ შეტაკებებისას 12000-მდე ადამიანი დაიღუპა.

კენიის კონსტიტუციის მიხედვით, ხელახალი არჩევნები 60 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG