ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენი გარეტის დაბადების დღე და ახალი კრებული


Kenny Garrett saxophonist
Kenny Garrett saxophonist

ბოლო ნაშრომი „Pushing the World Away“ გაყიდვაში 16 სექტემბერს გამოვიდა



გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:37 0:00
ბმული

გრემის პრემიის მფლობელმა, ამერიკელმა ჯაზ ალტ საქსაფონისტმა კენი გარეტმა, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ, სახელი დუკ ელინგტონის ორკესტრსა და მაილს დევისის ბენდში მუშოაბით გაითქვა. დღესდღეობით მისი სოლო კარიერა საკმაოდ წარმატებულია. კვინტეტმა მისი მონაწილეობით, 2010 წელს საუკეთესო ინსტრუმენტული ჯაზ კრებულისთვის გრემის პრემია მოიპოვა.
კენი გარეტი მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში 1960 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა. კენის მამა პროფესიით დურგალი გახლდათ. თავისუფალ დროს ის საქსაფონზე დაკვრას უთმობდა, ამიტომაც გასაკვირი არ იყო, როდესაც კენიმ საქსაფონზე პროფესიულად დაკვრის სურვილი გამოთქვა. 18 წლის კენი გარეტი დუკ ელინგტონის ორკესტრში ჩაირიცხა. ორკეტრს მაშინ დუკის ვაჟი მერსერ ელინგტონი ხელმძღვანელობდა. ორკესტრში მან სამი წელი დაჰყო. მომდევნო წლების მანძილზე კენი გარეტმა რამდენიმე ჯგუფი გამოიცვალა.
შემდეგ იყო 5 წლიანი თანამშრომლობა ჯაზის ლეგენდასთან, მაილს დევისთან, რომელმაც მის კარიერაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. “ეს იყო საუკეთესო წლები. ეს პერიოდი დარჩება ჩემი ცხოვრების ისტორიის განუყოფელ ნაწილად და მე ვამაყობა ამით“ -განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში კენი გარეტმა.
1984 წელს კენი გარეტმა პირველი სოლო კრებული გამოსცა სახელად „Introducing Kenny Garrett“ , კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს მუსიკოსის დამოუკიდებელი ნაბიჯი და წარმატებამაც არ დააყოვნა.


კენი გარეტის სახელი მჭიდროდ დაუკავშირდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორებიც არიან ჩიკ კორეა, ჯონ მაკლაფენი, ქრისტიან მაკ ბრაიდი და ბრაინ ბლეიდი, როდესაც "Five Peace Band"-ის რიგებში 2010 წლის გრემის პრემია მოიგო.
დღემდე გარეტი საკმაოდ აქტიური მუსიკალური ცხოვრებით ცხოვრობს. მსოფლიოს ირგვლივ ტურების გარდა ის სტუდიურ ჩანწაერებზეც მუშაობს. ბოლო მისი ნაშრომი „Pushing the World Away“ გაყიდვაში 16 სექტემბერს გამოვიდა. კომპოზიციების დიდი ნაწილი თავად გარეტს ეკუთვნის. ჟურნალ DownBeat-თვის მიცემულ ინტერვიუში გარეტი აღნიშნავს, რომ მისთვის „მთავარია კრებულიდან კრებულმდე მისი, როგორც მუსიკოსის ზრდა შეინიშნებოდეს. მაშინ ამ შრომას აქვს ფასი“.
9 ოქტომბერს კენი გარეტს 53 წელი შეუსრულდა. ახლახანს გამოსული ახალი კრებული კი მისი მე-17 სოლო ალბომია.
XS
SM
MD
LG