ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ხელოვანები დაჯილდოვდნენ


ამერიკელი ხელოვანები დაჯილდოვდნენ

კვირას კენედის ცენტრში გამართულ 34-ე ცერემონიალს პრეზიდენტი ობამა და კაროლინ კენედი უძღვებოდნენ. ტრადიციული დღესასწაული კენედის ცენტრში ყოველწლიურად იმართება და ის პატივს მიაგებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის იმ მოღვაწეებს, ვინც ამერიკის კულტურის განვითარებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია.

წლევანდელ ცერემონიალზე აღნიშნეს მსახიობ მერილ სტრიპის, ჩელისტ იო-იო მას, მომღერალ ნილ დაიმონდის, ჯაზმენ სონი როლინსის და ბროდვეის მომღერალ ბარბარა კუკის დამსახურება.

ოფიციალური პროგრამის დაწყებამდე საპატიო სტუმრები პრეზიდენტმა ობამამ თეთრ სახლში მიიღო. წინა ღამით კი მათთვის გამართულ სპეციალურ ვახშამზე ჰილარი კლინტონმა განაცხადა:

„ალბათ არც კი იცით, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბირმა და ჩრდილოეთ კორეა, ერთ პატარა ოთახში გამოკეტილი ადამიანები თქვენი ხმის გაგონებას ძლიერ ცდილობენ. და თუ ისინი კონტაქტის დამყარებას ახერხებენ, ამას მათი ცხოვრების და ზოგჯერ მთელი ქვეყნის ცხოვრების შეცვლა შეუძლია“.

XS
SM
MD
LG