ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელჩი დეგნანი: ამნისტიაზე შეთანხმება ქვეყნისთვის წინსვლის გზაა


აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ქვეყანამ წინსვლის გასაგრძელებლად გზა უნდა იპოვოს. ეს განცხადება მან ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ პარტიას შორის მიღღწეული შეთანხმების შეფასებისას გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას დეგნანმა მხარეებს შორის ამნისტიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა შეაქო.

„ამ შეთანხმების მიღწევა იყო წინგადადგმული ნაბიჯი. საჭირო გახდა გამბედაობა, რომ წასულიყვნენ ამ კომპრომისზე. კარგად გვესმის, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები იყო საკმაოდ მტკივნეული ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში, თუმცა მნიშვნელოვანია ქვეყანამ იპოვოს წინსვლის გზა, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება. სწორედ ამას ემსახურებოდა ამნისტია“, თქვა ელჩმა დეგნანმა.

დღეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, პარრლამენტი ამნისტიის კანონს მიიღებს. კანონის საფუძლვეზე ციხიდან გათავისუფლდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.

კანონის არსი საქართველოში დავის საგანი გაახდა. აზრთა სხვადასხვაობას ის იწვევს, რომ კანონმა შესაძლოა ყველა ის პირი გაათავისუფლოს სამართლებრრივი პასუხისგებისგან, რომლებმაც 2019 წლის 20 ივნისს შესაძლოა სისიხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG