აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ფიქრობს, რომ „საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს ძალიან კარგად ართმევს თავს” - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კელი დგენანი, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარიძეს შეხვდა. მინისტრმა, ელჩს ვირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჯანდაცვის სამინისტრო, შეხვედრის შემდეგ, ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს.
„კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ძალიან პროაქტიული ზომები აქვს გატარებული, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სწორედ ამიტომაა, რომ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ასეთი მცირეა. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო სამაგალითოა რეგიონში. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ვაშინგტონიდან, გამოვიარე არაერთი აეროპორტი და
ქართველები ძალიან პასუხისმგებლიანები აღმოჩნდნენ, იცავენ თვითიზოლაციის წესებს და თუ თავს ცუდად გრძნობენ ამის შესახებ შესაბამის უწყებებს ატყობინებენ.კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აეროპორტი ამ კუთხით ყველაზე მეტადაა მობილიზებული. პერსონალი სრულიად აღჭურვილია შესაბამისი დამცავი საშუალებებით. შემოსვლისთანავე უზომავდნენ ტემპერატურას მგზავრებს, იყვნენ ძალიან ორგანიზებულები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს მსოფლიო ჯანდაცვა დგას კრიზისის წინაშე და ამ გამოწვევის საპასუხოდ ყველა უნდა გავერთიანდეთ. აშშ მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან და მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალაშია, რომ ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. მინდა აღვნიშნო, რომ ვაფასებ საქართველოს იმ ძალისხმევისთვის, რასაც ახორციელებს. აქვე, მინდა მოვუწოდო მოსახლეობას დაიცვან რეკომენდაციები, დაიბანონ ხელები, დარჩნენ სახლში, თუ თავს კარგად არ გრძნობენ. მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ ქართველები ძალიან პასუხისმგებლიანები აღმოჩნდნენ, იცავენ თვითიზოლაციის წესებს და თუ თავს ცუდად გრძნობენ, ამის შესახებ შესაბამის უწყებებს ატყობინებენ. ვთლი, რომ ამ საკითხში მოსახლეობა ძალიან კარგად გყავთ ინფორმირებული. აღნიშნული კი რეგიონს დაეხმარება ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას“, - აღნიშნა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.
მინისტრის თქმით, „კელი დეგნანმა, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელმა, გამოხატა მზაობა საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა ამ გლობალურ გამოწვევაში“.
Facebook Forum