ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყაზახეთში სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებები იწყება


ყაზახეთი
ყაზახეთი

დღეს, ყაზახეთის დედაქალაქში, სირიის მთავრობის და ოპოზიციის დელეგატები, რუსეთის და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შეიკრიბნენ. მეამბოხეთა წყაროების მიხედვით, ეს პირდაპირი მოლაპარაკებები არ არის.

მოელიან, რომ ასტანაში გამართული მოლაპარაკებები, რუსეთის, ირანის და თურქეთის შუამავლობით დეკემბერში მიღწეულ, ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გაამაგრებს, რომელიც მეტწილად მოქმედებდა.

შეერთებული შტატების და გაეროს მიერ ცეცხლის შეწყვეტის წინა მცდელობები სწრაფად ჩაიშალა და მეომარმა მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს და ბრალდებები წაუყენეს. წინა მოლაპარაკებებს, მათ შორის, ერთი წლის წინ გამართულ ბოლო მოლაპარაკებებს, 2011 წელს დაწყებული კონფლიქტის დასრულების საქმეში დიდი პროგრესი არ ჰქონია.

XS
SM
MD
LG