ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაზარბაევის პარტიამ 80 პროცენტი მოიპოვა


ნაზარბაევის პარტიამ 80 პროცენტი მოიპოვა
ნაზარბაევის პარტიამ 80 პროცენტი მოიპოვა

ევროპელი დამკვირვებლების განცხადებით ყაზახეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ყველაზე ელემენტარულ დემოკრატიის პრინციპებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

არჩევნების შედეგები დღეს გამოქვეყნდა. ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად 3 პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი.

წინა პარლამენტში მხოლოდ ერთი, პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის „ნურ ოტანის“ მმართველი პარტია ფლობდა მანდატებს. ახალი არჩევნების შემდეგ კი პარლამენტში „აკ-ჟოლის“ პრო-ბიზნესის ოპოზიციური პარტიის და მთავრობის მომხრე კომუნისტთა სახალხო პარტიის წევრებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილებს.

71 წლის პრეზიდენტის პარტიამ, რომელიც უკვე 21 წელიწადია ყაზახეთს ერთპიროვნულად მართავს, ხმების დიდი უმრავლესობა, 80 პროცენტი მოიპოვა. ბატონი ნაზარბაევის თქმით მისი მომხრეების გამარჯვება ქვეყნის მოსახლეობაში სტაბილურობის მოთხოვნილებას ადასტურებს.

XS
SM
MD
LG