ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტონი ბლერი - ნაზარბაევის ახალი კონსულტანტი


ტონი ბლერი - ნაზარბაევის ახალი კონსულტანტი
ტონი ბლერი - ნაზარბაევის ახალი კონსულტანტი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ყაზახეთის მთავრობის კონსულტანტი გახდა. ის ყაზახეთს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება. ამის შესახებ ყაზახეთის ოფიციალურმა პირებმა გუშინ განაცხადეს. მათი თქმით ტონი ბლერმა შექმნა მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბატონი ბლერი გაწეული მომსახურებისთვის მილიონობით დოლარს მიიღებს. მის ფუნქციებში ასევე შევა დასავლეთში ყაზახეთის იმიჯის გაუმჯობესება. ბლერის ჯგუფში მისი ყოფილი თანაშემწე ალესტერ კემპბელი და მისი აპარატის ყოფილი უფროსი ჯონათან პაუელი იქნებიან.

XS
SM
MD
LG