ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაი ამერიკას ულტიმატუმს უყენებს


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი
ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აცხადებს, რომ ავღანეთი შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების შეთანხმებას აპრილში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოაწერს ხელს.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეს შეთანხმება მისი ქვეყნის ინტერესებში შედის. თუმცა, შეთანხმებაზე ხელმოწერამდე ამერიკამ უნდა შეწყვიტოს ავღანეთში სამოქალაქო პირების სახლებზე თავდასხმები და განაახლოს სამშვიდობო პროცესი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა არ უნდა ჩაერიოს აპრილში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ავღანეთის ეროვნულმა ყრილობამ, იგივე ლოია ჯირგამ კარზაის სთხოვა დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი შეთანხმებას, რომელიც შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს ავღანეთში 2014 წლის შემდეგ დარჩენის სშუალებას მისცემს თალიბანთან საბრძოლველად.
XS
SM
MD
LG