ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაი ნატოს სარდლობის წინააღმდეგ


კარზაი ნატოს სარდლობის წინააღმდეგ
კარზაი ნატოს სარდლობის წინააღმდეგ

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ის ნებას არ დართავს ნატოს ძალებს, საჰარეო შეტევები მიიტანონ საცხოვრებელ სახლებზე, ამბოხებულების წინაღმდეგ ოპერაციის განხორციელების დროს. ამასთანავე, ჰამიდ კარზია აპირებს გააძლიეროს ზეწოლა შეერთებულ შტატებსა და ნატოზე სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის ფაქტების ზრდის გამო. „ისინი ავღანეთს უნდა მოეპყრან როგორც სუვერენულ ქვეყანას. ხანდახან მათი განცხადებიდან ჩანს, რომ ისინი ჩვენ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს არ გვიყურებენ,“- განაცხადა კარზაიმ.

შაბათს ავღანეთში საჰაერო დარტყმის შედეგად 134 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ტრაგედია ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. ნატოს სარდლობამ მომხდარის გამო მოიბოდიშა.

XS
SM
MD
LG