ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაოტო კანი იაპონელებს ერთიანობისკენ მოუწოდებს


ნაოტო კანი იაპონელებს ერთიანობისკენ მოუწოდებს
ნაოტო კანი იაპონელებს ერთიანობისკენ მოუწოდებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა იაპონელ ერს მიმართა. მისი თქმით, მოსახლეობა უნდა გაერთიანდეს რათა ერთობით დაძლიონ ეს უდიდესი კრიზისი, რომლის მაგვარიც მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ იაპონიას არ ახსოვს. პრემიერ-მინისტრმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ორი ატომური რეაქტორის დაზიანების თაობაზე, სადაც სპეციალისტები ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად იბრძვიან, რათა არ მოხდეს რადიაციის გაჟონვა. პრემიერის თქმით, მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. მხოლოდ მიაგის პრეფექტურაში 10 ათასი ადმიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG