ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუჭავა პირველი ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში კახა კუჭავა თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ბრიუსელში მართავს. ვიზიტი 16 მაისს დაიწყო და 20 მაისს დასრულდება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტისას კახა კუჭავა შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დევიდ მარია სასოლისთან, ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ასევე, ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ელიან ტილიოსთან და ბელგიის პარლამენტის წევრებთან.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჯოანა მირჩასთან, კვლევით ორგანიზაციებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ 27 აპრილს აირჩია. მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევამდე მას ეკავა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG