ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალაძე ოლსონთან დაკავშირებულ განცხადებაზე: ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის ნაწილში, რომ არ ვიცოდი


თბილისის მერი, კახა კალაძე განმარტავს, რომ ერიკა ოლსონისთვის თავისი განცხადებით შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მისი კომენტარი მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ მან არ იცოდა ასეთი თანამდებობის არსებობის შესახებ.

კალაძის ამ კომენტარს ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ უპასუხა: "საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. ვფიქრობ, კისინჯერიც კი ვერ წარმოიდგენდა ამას", - წერს იან კელი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

კალაძე ამტკიცებს, რომ შეურაცხყოფა თავისი განცხადებით, არავისთვის მიუყენებია- „იან კელის განცხადება გაუგებარია იმიტომ, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას, რომ მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებისთვის ან ზოგადად, ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს. ასეთი ფაქტი არ არსებობს. გუშინდელი ჩემი განცხადებაც არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის ნაწილში, რომელიც ითქვა ჟურნალისტის მხრიდან- მრჩევლის მოადგილე. ჩემი პრობლემა იყო, რომ არ ვიცოდი. შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“,- განაცხადა კალაძემ.

კალაძის კომენტარს ერიკა ოლსონთან დაკავშირებით, ქვეყნისთვის დამაზიანებლად მოიხსნებს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. "მე მგონი, თბილისის მერი საერთოდ ვერ ხვდება, რა თანამდებობა უკავია ერიკა ოლსონს და რა მნიშვნელობა აქვს მის თანამდებობას. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი განცხადებები პარტნიორების მისამართით, უბრალოდ ვერავითარი სერიოზულობის ფილტრში ვერ ჯდება, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

როგორც ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გასაგები იქნებოდა მსგავსი განცხადებების გაკეთება საქართველოს მტრების მისამართით, მაგრამ როდესაც ისინი ჟღერდება იმ ქვეყნის წარმომადგენელთა მიმართ, რომელიც საქართველოს 30 წლის განმავლობაში უჭერს მხარს, ეს ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია.

9 დეკემბერს თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელიც ასევე მმართველი პარტიის გენერალური მდივანია, მედიის წარმომადგენლებმა ერიკა ოლსონის განცხადების კომენტირება სთხოვეს. კახა კალაძემ ოლსონის თანამდებობის დაზუსტება შემდეგნაირად ითხოვა: „რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?" - თქვა კალაძემ და ამის შემდეგ დაამატა, რომ არ იცის, ვის შეხვდა ეს ადამიანი და რა განცხადებებს აკეთებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG