ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაფიცმა მსაჯულებმა პოლიციელ შოვინის საქმეზე მსჯელობის მეორე დღე დაიწყეს


სამშაბათს, ნაფიცი მსაჯულები მეორედ შეიკრიბნენ მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის საქმის განხილვაზე, რომელსაც ბრალი მკვლელობის ჩადენაში აქვს წაყენებული. გასული წლის მაისში, ჯორჯ ფლოიდის დაპატიმრებისას, მას ფლოიდის კისერზე მუხლი 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი.

განცალკევებაში მყოფი თორმეტი ნაფიცი მსაჯული განიხილავს 45 მოწმის მიერ სამი კვირის განმავლობაში მიცემულ ჩვენებებს, მათ შორის არიან შემთხვევითი თვითმხილველები, პოლიციის ოფიციალური პირები და სამედიცინო ექსპერტები. ამასთან ერთად არის საათობით ვიდეო მასალა, რომელმაც შეადგინა შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი პროფილის საქმე, სადაც პოლიციას ათწლეულების განმავლობაში არასათანადო ქცევაში სდებენ ბრალს.

თეთრკანიანმა შოვინმა მკვლელობაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

ნაფიცმა მსაჯილებმა განხილვა ორშაბათს, საბოლოო არგუმენტების მოსმენის შემდეგ დაიწყეს. დამნაშავედ ან უდანაშაულოდ საცნობად, მსაჯულებმა ყოველ ბრალდებაზე ერთსულოვან გადაწყვეტილებას უნდა მიაღწიონ. ერთი მსაჯულის გამოკლებაც, სასამართლო პროცესის უშედეგოდ დამთავრებას გამოიწვევს, თუმცა შტატს შოვინის ხელმეორედ გასამართლება შეეძლება.

სასამართლოს ოქმების თანახმად, ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობაშია ოთხი თეთრკანიანი ქალი, ორი თეთრკანიანი მამაკაცი, სამი შავკანიანი მამაკაცი, ერთი შავკანიანი ქალი და ორი შერეული რასის ქალი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG