ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასანჟი გაეროს გადაწყვეტილებას დაემორჩილება


ვიკილიკსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი აცხადებს, რომ ის მზად არის პარასკევს პოლიციას ჩაბარდეს, თუმცა აქვე დასძენს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე მის საკითხთან დაკავშირებით გაეროს გადაწყვეტილებას დაელოდება. ასანჟი 2012 წლის შემდეგ შვედეთში ექსტრადირების თავდან აცილების მიზნით, ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს.

შვედეთში ჯულიან ასანჟს გასამართლება გაუპატიურების ბრალდებით ელის. გაეროს სამუშაო ჯგუფი ასანჟის საქმეს იძიებს, რომელიც ამტკიცებს, რომ შვედეთში ექსტრადირება იმის წინაპირობა იქნება, რომ ის მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცენ და იქ საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებასთან დაკავშირებით გაასამართლონ.

XS
SM
MD
LG