ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსამართლემ ტრამპის ძმისშვილის წიგნის გამოცემის ნება დართო


ორშაბათს, ნიუ-იორკის შტატის მოსამართლემ გააუქმა გადავადება, რომლითაც დონალდ ტრამპის ძმისშვილის წიგნის გამოცემა დროებით იყო დაბლოკილი. წიგნი, შეერთებული შტატების პრეზიდენტზე და მის ოჯახზე არასახარბიელო შეხედულებით გამოირჩევა.

შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჰალ გრინვალდმა, გამოცემის შეჩერების თხოვნა არ დააკმაყოფილა და გააუქმა შეზღუდვის დროებითი ორდერი, რომელიც მან 30 ივნისს პრეზიდენტის ძმის, რობერტ ტრამპის თხოვნით, მერი ტრამპის და მისი გამომცემლის, “საიმონ და შუსტერის” წინააღმდეგ გამოსცა.

“საიმონ და შუსტერს” წიგნი სამშაბათს უნდა გამოეშვა.

რობერტ ტრამპმა ადრე თქვა, რომ წიგნის გამოცემამ, სათაურით: “ძალიან ზედმეტი და არასდროს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოს ყველაზე საშიში კაცი”, შესაძლოა დაარღვიოს კონფიდენციალურობის შეთანხმება, რომელიც დაკავშირებულია მისი მამის, უფროსი ფრედ ტრამპის ქონებასთან, რომელიც 1999 წელს გარდაიცვალა. პროფესიით ფსიქოლოგი მერი ტრამპი, ფრედ ტრამპის შვილიშვილია.

მერი ტრამპის ადვოკატმა ტეოდორ ბუტროსმა განაცხადა: “სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ უარყო ტრამპის და მისი ოჯახის მცდელობა, ჩაეხშოთ მერი ტრამპის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიტყვა იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აღელვებს.”

რობერტ ტრამპის ადვოკატების კომენტარი ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. თეთრი სახლის პრე-მდივანმა ეს გამოცემა დაახასიათა, როგორც “სიცრუის წიგნი”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG