ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იორდანიაში ალ ყაიდას წევრები დააპატიმრეს


დაკავებულები ამანში დასავლეთის ქვეყნების საელჩოებზე თავდასხმებს და სუპერმარკეტების აფეთქებას გეგმავდნენ

იორდანიის ხელისუფლების განცხადებით, უშიშროების ძალებმა ალ-ყაიდას 11 წევრი დააპატიმრეს, რომლებიც ქვეყნის დედაქალაქ ამანში დასავლეთის ქვეყნების საელჩოებზე თავდასხმებს და სუპერმარკეტების აფეთქებას გეგმავდნენ.

იორდანიის მთავრობის წარმომადგენლის, სამი მააუტას განცხადებით, აღნიშნული დაჯგუფება ივნისიდან მოქმედებდა და სირიიდან შემოჰქონდა იარაღი.

2005 წელს იორდანიაში სასტუმრობის აფეთქების შედეგად ალ-ყაიდამ 50-ზე მეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.
XS
SM
MD
LG