ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგანგებო ავტორიზაციის მიღებას ახლა "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინაც ცდილობს


ამერიკულ ბაზარზე თებერვლის ბოლოს შეიძლება კოვიდ-19-ის კიდევ ერთი ვაქცინა გამოჩნდეს. ცნობილმა ფარმაცევტულმა კომპანიამ "ჯონსონი და ჯონსონი" ხუთშაბათს განაცხადა, რომ მათ საგანგებო ავტორიზაციის მოპოვების მიზნით, განაცხადი უკვე შეიტანეს.

შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია "ჯონსონი და ჯონსონის" განცხადებას შემდეგი 3 კვირის მანძილზე შეისწავლის. საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების წინ, დისკუსია 26 თებერვალს არის ჩანიშნული.

ფედერალური ორგანიზაციის დამოუკიდებელი ექსპერტების მსგავსი შეხვედრების შემდეგ, როგორც "ფაიზერ-ბიონტექის", ისე "მოდერნას" კოვიდ-19-ის ვაქცინები, ერთი დღის განმავლობაში დამტკიცდა. ორივე კომპანიის ვაქცინა ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ინახება და ორი დოზის ადმინისტრირების შემდეგ, საშუალოდ 95-პროცენტიან ეფექტურობას აჩვენებს.

ამ ორისგან "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინა გამოირჩევა იმით, რომ მარტო ერთჯერადად კეთდება და მას გადატანის და შენახვის დროს გაყინვა არ ესაჭიროება. დამტკიცების შემთხვევაში, ის გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება განვითარებადი ქვეყნებისთვის. ორიოდ კვირაში კომპანია საგანგებო ავტორიზაციისთვის ევროკავშირსაც მიმართავს.

"ჯონსონი და ჯონსონის" მიერ იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მათი კოვიდ-19-ის ვაქცინა, კორონავირუსის ინფექციის პრევენციის საქმეში 66-პროცენტიან ეფექტურობას აჩვენებდა. კვლევა გლობალურად, მოსახლეობის მოზრდილ ჯგუფზე ჩატარდა.

თუმცა, კომპანია იმასაც აზუსტებს, რომ მათი ვაქცინა არაეფექტურია ვირუსის სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ვარიაციის მიმართ. აღნიშნული ვარიაცია კორონავირუსის პირველად ვარიაციებთან შედარებით, გაცილებით სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG