ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულ მაუწყებლებთან ინტერვიუში ტეფტმა რუსეთის მედიის განცხადებები უარყო


ამერიკის ელჩმა რუსეთში ჯონ ტეფტმა, რომელიც ცოტა ხანში მოვალეობებს ოფიციალურად დაასრულებს, ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლების ერთობლივ ინტერვიუში უარყო რუსული მედიის განცხადებები, რომ რუსეთის საკონსულო განყოფილებების დახურვა სან ფრანცისკოში, ნიუ იორკსა და ვაშინგტონში უპრეცედენტო პირობებში და უხეშად მოხდა, ისე როგორც ეს პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა.

ტეფტმა თქვა, რომ არავის შეუმტვრევია კარი და არც უადგილო ზეწოლა მოუხდენიათ ადამიანებზე. მისი თქმით, საკონსულოების დახურვა ფრთხილად, და ვენის კონვენციის დებულებებზე დაყრდნობით განხორციელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG