ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი: ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმებაზე მომუშავე ქვეყნებმა პროგრესს მიაღწიეს


ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის ქვეყნების მინისტრები
ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის ქვეყნების მინისტრები

შეთანხმების ამოქმედების შემთხვევაში ის გლობალური ეკონომიკის 40%-ს მოიცავს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დღეს განაცხადა, რომ ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმებაზე მომუშავე 12-მა ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და რომ შესათანხმებელი მხოლოდ დეტალები დარჩა.

კერიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება არა მხოლოდ შექმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ჩართული ქვეყნებისთვის, არამედ ის ასევე იქნება “კარგი მმართველობის, გამჭვირვალობის და პასუხისმგებლიანობის” მაგალითი.

სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები რამდენიმე წელს გაგრძელდა, გასულ კვირას ჰავაიზე ვაჭრობის მინისტრებმა შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხეს. შეთანხმების ამოქმედების შემთხვევაში ის გლობალური ეკონომიკის 40%-ს მოიცავს.

კერის თქმით სავაჭრო შეთანხმება საერთაშორისო შრომის და გარემოსდაცვის სტანდარტებს მოიცავს, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ კომპანიებს კერძო სექტორთან სამართლიანი კონკურენციისკენ, ბიზნესებს კი არასრულწლოვანთა დასაქმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

სახელმწიფო მდივანი ახლო-აღმოსავლეთს ხუთდღიანი ტურნეს ფარგლებში სტუმრობს, საიდანაც ის მალაიზიაში და ვიეტნამში გაემგზავრება, კვირის დასაწყისში კერი ეგვიპტის ლიდერებს ყატარში შეხვდა.

XS
SM
MD
LG