ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერიმ, ლავროვმა სირიაზე იმსჯელეს


შეერთებული შტატები და რუსეთი სირიის ომის საკითხზე მაღალი დონის პირისპირ დიპლომატიას აგრძელებენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების ახალ რაუნდი გამართა. მოლაპარაკების დაწყებამდე კერის თანმხლებმა ამერიკელმა დიპლომატებმა, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის გარდაუვალობის მოლოდინი არ დაადასტურეს.

ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა: „არ შეგვიძლია გარანტია მოგცეთ, რომ საბოლოო გადაწყვეტის ზღურბლზე ვართ.“

თუმცა კერი, რომელიც ოთხშაბათს და ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს ტელეფონით სულ ცოტა ოთხჯერ ესაუბრა, საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი იმისთვის, რომ შვეიცარიაში მოსალაპარაკებლად გამგზავრებულიყო.

XS
SM
MD
LG