ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აშშ-ის ჯარის მეთაური, საზღვაო ქვეითთა გენერალი ჯონ ალენი აცხადებს, რომ ყანდაარის პროვინციაში ტრაგიკული შემთხვევა, რომლის დროსაც ამერიკელმა ჯარისკაცმა 17 უდანაშაულო ადამიანი მოკლა, შესაძლოა არმიის ხელმძღვანელობის არაეფექტური მუშაობით იყოს გამოწვეული. შეერთებული შტატების არმიის სერჟანტს რობერტ ბეილს წინასწარგანზრახული მკვლელობის 17 მუხლი აქვს წაყენებული. ინციდენტთან დაკავშირებით ძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამასთან განიხილება ბეილსის სამხედრო ნაწილის სარდლობის მუშაობის ეფექტურობა და ხდება ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო ინციდენტის მიზეზი.

XS
SM
MD
LG