ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო დიფრანჩესკო თავის მე40 დაბადების დღეს მუსიკით აღნიშნავს


ჯო დიფრანჩესკო თავის მე40 დაბადების დღეს მუსიკით აღნიშნავს

ჯაზ ორღანისტი ჯო დიფრანჩესკო თავის მე40 დაბადების დღეს მუსიკით აღნიშნავს. კრებულს რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ „40“ ქვია.

ახალ კრებულში ჯო დიფრანჩესკო რეი ჩარლზის ჰიტს „I got women“ –ს განსხვავებული არანჟირებით წარმოადგენს. დი ფრანჩესკო 40 წლის აპრილში გახდა და ორ თვეში კრებულიც მზად იყო.

ჯოს წარმატება ბავშვობიდანვე თან სდევდა. ის მამის, ასევე ორღანისტის „პაპა“ ჯონ დიფრანჩესკოს გავლენის ქვეშ მოექცა. მამის მზრუნველობითა და ზედამხედ-ველობით 4 წლის ჯომ დიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, 10 წლის ასაკში კი მამის ნაკვალევს გაჰყვა და ორღანზე დაკვრა შეისწავლა. პატარა მუსიკოსს მშობლიურ ქალაქ პენსილვანიაში პოპულარობა მალევე ხვდა წილად.

აღსანიშნავია მისი წარმატება თელონიუს მონკის საერთაშორისო კონკურსზე, სადაც ის ფინალისტი გახდა. ამის შემდეგ იყო ტურები და სტუდიური მუშაობა ლეგენდარულ მაილს დევისთან. 18 წლის ასაკში კი გააფორმა კონტრაქტი კოლუმბია რეკორდსთან.

კომპოზიცია სახელად „ Ashley blue” და ”Donny’s song” ჯო დიფრანცესკომ თავის შვილებს მიუძღვნა, კომპოზიცია „ Gloria” , რომელშიც ვოკალურ ნაწილს თავად ასრულებს , თავის მეუღლის საპატივცემულოდ შექმნა.

40 წლის ასაკში ჯოს კარიერა უცვლელად წარმატებულია, არ იცვლება მისი მუსიკისადმი დამოკიდებულება და სიყვარული. როგორც თავად მუსიკოსი აცხადებს, როდესაც ის სოლოზე მუშაობს მასში სულიერი გარდაქმნა ხდება. რაღაც სასწაულს აქვს ადგილი, რომლის ახსნაც შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG