ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატისი რუსეთს ადანაშაულებს


აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი აცხადებს, რომ მიუღებელია რუსეთის მიერ იარაღის კონტროლის გლობალური შეთანხმების დარღვევა. მან განაცხადა, რომ აშშ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებამდე გაზრდის საკუთარ ძალებს, თუ ეს უკანასკნელი შეთანხმების დარღვევას გააგრძელებს.

აშშ-ის განცხადებით, რუსული ფრთოსანი რაკეტები "ნოვატორ-9M729" არღვევს 1987 წლის შეთანხმებას საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების თაობაზე. ეს პაქტი ყველა სახის ბირთვული თუ კონვენციური საშუალო-რადიუსის რაკეტების გაშვებას კრძალავს მიწიდან თუ ჰაერიდან.

რუსეთი უარყოფს დარღვევის ბრალდებას და ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების პირობების საწინააღმდეგოდ, აშშ-მ სარაკეტო თავდაცვის სისტემები განალაგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG