ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯიმ მატისი ეგვიპტეში ჩავიდა


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი ეგვიპტეს ეწვია. ეს ვიზიტი ვაშინგტონსა და ქაიროს შორის ურთიერთობის დათბობის გაგრძელებაა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის პირველი 100 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოსალოდნელი იყო, რომ მატისი ეგვიპტის თავდაცვის მინისტრ სედკი სობჰის და პრეზიდენტ აბდელ ფათა ალ-სისის შეხვდებოდა. ამ თვის დასაწყისში, თეთრ სახლში ალ-სისის მიღება, ეგვიპტის ლიდერის პირველი ვიზიტი იყო 2009 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ობამამ ჰოსნი მუბარაქს უმასპინძლა.

2011 წელს მომხდარმა პოლიტიკურმა მღელვარებამ მუბარაქი თანამდებობას ჩამოაშორა და რამდენიმეწლიანი არეულობა დაიწყო, რის შედეგადაც მმართველობა ავტორიტარულმა ყოფილმა გენერალმა სისიმ აიღო ხელში.

მოსალოდნელია, რომ მატისი ეგვიპტეს, რომელიც პოლიტიკურ, ფინანსურ და უსაფრთხოების პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს, მოუწოდებს ტერორიზმის წინააღმდეგ მკაცრი პოზიცია შეინარჩუნოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG