ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ჯაზ კრებულები ქალი შემსრულებლების მონაწილეობით


Jessy J and her saxophone
Jessy J and her saxophone

რამდენიმე ახალ ჯაზ კრებულს გაგაცნობთ, რომლებიც ახლახანს გაყიდვაში გამოვიდა შეერთებულ შტატებში. კომპაქტ დისკები თანამედროვე, უკვე აღიარებულ, ქალ ჯაზ შემსრულებლებს ეკუთვნით.

საქსაფონისტი ჯესი ჯეი თანამედროვე სმუთ ჯაზის ბრწყინვალე წარმომადგენელია. სადებიუტო ნაშრომის გამოქვეყნების 3 წლის თავზე მან ახალი კრებული “Hot Sausce”- გამოუშვა, რომელიც გაჯერებულია ლათინური ჰანგებით. კრებულში შესულია ასევე ბილი იანგის სიმღერა “leave right now”, დუკ ელინგტონის “In A Sentimental Mood,” და 8 საკუთარი კომპოზიცია.

ჯესი ჯეი ორეგონის შტატში, პორტლანდში დაიბადა , მას თანატოლები და ოჯახის წევრები ჯესიკა სპანელას სახელით იცნობდნენ. მოგვიანებით მუსიკალური კარიერის დაწყებასთან ერთად მან სახელი შეიცვალა და ჯესი ჯეი დაირქვა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ჯესი შემოკლებით ჯესიკაა, ხოლო ჯეი ჯაზიდან მომდინარეობს.

Hiromi's "Voice" CD
Hiromi's "Voice" CD

ჯაზ ფიუჟენი და კლასიკა შერწყმულია იაპონელი პიანისტის, ჰირომის ახალ კრებულში “voice”.

ჯაზით ჰირომი 8 წლის ასაკში დაინტერესდა. 14 წლის ასაკში კი უკვე ჩეხეთის ფილარმონიის ორკესტრთან უკრავდა. შემდეგ იყო მცირედი პაუზა, რომლის დროსაც ჰირომი ტოკიოს უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. თუმცა ჯაზის სიყვარულმა გადასძლია და ის შეერთებულ შტატებში ცნობილ ბერკლის მუსიკალურ სკოლაში გადავიდა. ჯერ კიდევ ბერკლიში სწავლის დროს მან პირველი კრებულის ჩაწერის შეთავაზება მიიღო. ახალ კრებულზე “voice” მას აკომპანირებას ბასისტი ენტონი ჯექსონი და დრამერი საიმონ ფილიპსი უწევდნენ.

Terri Lyne Carrington's "Mosaic Project" CD
Terri Lyne Carrington's "Mosaic Project" CD

ტერი ლაინ კერინგტონი მსმენელის წინაშე „ mosaic project’_ით წარსდგა.

კერინგტონის ნამუშევარი ექსპერტების აზრით, წლის ერთ-ერთი ამბიციური კრებულია. კრებულში შესულია თანამედროვე ჯაზის საუკეთესო ვოკალისტი და ინსტრუმენტალისტი ქალბატონების ნამუშევრები. მათ შორის არიან ვოკალისტები დიდი ბრიჯვოთერი, კასანდრა ვილსონი და დაიან რივსი, პიანისტი ჯერი ალენი, მესაყვირე ინგრიდ ჯენსენი, პერკუსიონისტი შილა ი, და წლვენდელი გრემის მფლობელი, მომღერალი და ბასისტი ესპერანსა სპალდინგი. კრებულში ის სიმღერას “Crayola“ ს ასრულებს .

XS
SM
MD
LG