ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯაზ ფესტივალი ახალ ორლენში


ჯაზ ფესტივალი ახალ ორლენში

ახალი ორლეანის ტრადიციულმა ჯაზ ფესტივალმა ორმოცდამეორეჯერ აიღო სტარტი. 7 დღიანი მუსიკალური დღესასწაული პირველიდან 8 მაისამდე გასტანს.

მუსიკის და განსაკუთრებით ჯაზის მოყვალულებს არ უნდა აღელვებდეთ ის, რომ ბილეთები მათ არ შეხვდებათ, რადგანაც ფესტვალზე შესასვლელი საშვების შეძენა კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრეც შეიძლება. ამასთან კონცერტები 12 დარბაზშია გადანაწილებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ვინც ადრე მივლენ უკეთეს ადგილს და უფრო მეტ წარმოადგენას იხილავენ. ფესტივალზე 100 მდე მუსიკოსი ჯაზის სხვადასვა სტილის თუ მიმდინარეობის მუსიკას წარმოადგენს. ჯაზს ახალ ორლეანში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ფესტივალზე მონაწილეობას იღებენ ამ ჟანრის ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენლები როგორებიც არიან : სონი როლინსი, აჰმად ჯამალი, ტერენს ბლანჩარდი, ნიკოლას პაიტონი, რობერტ პლანტი, ბონ ჯოვი, ვილი ნელსონი, კიდ როკი, ტომ ჯონის და მრავალი სხვა

ვარსკვლავური შემადგენლობის გარდა ახალი ორლეანის ფესტივალი გამოირჩევა დამწყები ან ნაკლებად ცნობილი მუსიკოსების კონცერტებით. მსმენელთა დიდი ნაწილი ზუდეკოს, ბლუზის, სოულის და საეკლესიო მუსიკის მოსასმენად ემზადება. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ასევე ბრას ბენდის მარშირება, ტრადიციული ამერიკული სამზარეულოსა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წელს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ჰაიტის კულტურის დღეების აღნიშვნასაც. ჯაზ ფესტივალი ერთი კვირა გასტანს და 8 მაისს დაიხურება.

XS
SM
MD
LG