ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იოშიჰიკო ნოდა - იაპონიის ახალი ლიდერი


იოშიჰიკო ნოდა - იაპონიის ახალი ლიდერი

დღეს, იაპინიის მმართველი დემოკრატიული პარტიის არჩევნებზე ქვეყნის ფინანსთა მინისტრი იოშიჰიკო ნოდა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად აირჩიეს. 54 წლის ვეტერანი პოლიტიკოსი ხვალ პარლამენტის წიანშე წარდგება, სადაც ის ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ ქვეყნის ლიდერად. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის ასარჩევად მმართველ პარტიაში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი, სადაც ბატონმა ნოდამ 215 ხმა მოაგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა ვაჭრობის მინისტრმა ბანრი კაიედამ 177. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სეიჯი მაეჰარა, რომელსაც წინასწარი გამოკითხვებით საზოგადოების მაღალი ნდობა გააჩნდა, არჩევნებს პირველივე ტურში გამოეთიშა. იაპონიის დემოკრატიული პარტია პარლამენტის ქვედა პალატას აკონტროლებს, ამდენად ნოდა თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია. გუშინ არჩევნების შემდეგ ნოდა პარტიის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან პირობა დადო, რომ იბრძოლებს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისა და იაპონური ვალუტის გაძლიერებისთვის. ასევე განაცხადა, რომ მისი ერთერთი მთავარი საზრუნავი მიწისძვრის და ფუკუშიმას რეაქტორის კატასტროფის შედეგების ლიკვიდაცია იქნება.

XS
SM
MD
LG