ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიება იაპონიაში


ტოკიო ყველა მთავარ გვირაბს შეამოწმებს

იაპონიაში გვირაბის ჩამონგრევის ფაქტზე საგანგებო გამოძიება დაიწყო. გუშინ ტოკიოს დასავლეთით მდებარე ერთ-ერთი გვირაბი დაინგრა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. გვირაბი 1977 წელს არის აშენებული და მისი ბოლო შემოწმება ა.წ. სექტემბერში ჩატარდა.

ხელისუფლების ბრძანებით, მთელ იაპონიაში მთავარ ტრასებზე მდებარე 49-ვე გვირაბის შემოწმება მოხდება. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ჟურნალისტი გვირანში იმყოფებოდა ავარიის დროს. მისი განცხადებით, ის ხედავდა თუ როგორ ინგრეოდა გვირაბი მის უკან და როგორ იფარებოდა ყველაფერი სქელი კვამლით. გვირაბის სიგრძე 4.7 კმ-ია.
XS
SM
MD
LG