ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას რეაქტორზე გაეროს ექსპერტები ჩადიან


საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს 19-წევრიანი მისია იაპონიაში 10 დღეს დაჰყოფს

გაეროს ბირთვული ექსპერტები ფუკუშიმას რეაქტორების მწყობრიდან გამოსვლის შესასწავლად და მდგომარეობის შესაფასებლად იაპონიაში ჩავიდნენ. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს 19-წევრიანი მისია იაპონიაში 10 დღეს დაჰყოფს.

ჯგუფი ფუკუშიმას მთელ ტერიტორიას შეისწავლის, ჩაატარებს წყლის დაბინძურების მონიტორინგს და დასუფთავების პროცესს დააკვირდება. გაეროს ექსპერტების მოვალეობაში ბირთვული რეაქტორის განვითარების სამომავლო გეგმების გაცნობაც შედის.
XS
SM
MD
LG