ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიას და ჩინეთს შორის უთანხმოება იზრდება


იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთს საკუთარ ტერიტორიებზე სადაზვერვო გემების გაგზავნის შეწყვეტა მოსთხოვა

იაპონიამ ჩინეთის ელჩი გამოიძახა, რათა სადავო ტერიტორიებზე ჩინეთის კუთვნილი გემების ყოფნა გააპროტესტოს. ამ საკითხთან დაკავშირებით ორ აზიურ ქვეყანას შორის დაძაბულობა თანდათან იზრდება.

დღეს ტოკიოში გამართულ უმაღლესი დონის დიპლომატთა შეხვედრაზე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის პოლიტიკა გააპროტესტა. მან ჩინეთის ხელისუფლებას იაპონიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გემების გაგზავნის შეწყვეტა მოსთხოვა. იაპონიის განცხადებით ჩინეთის სადაზვერვო ხომალდები აღნიშნულ ტერიტორიაზე ორშაბათს შევიდნენ და იქ 13 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG