ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ახალი თავდაცვითი გეგმა


გეგმა შემუშავდა პრემიერ მინისტრ შინზო აბეს თხოვნით, რომელსაც სურს გადაიხედოს იაპონიის პაციფისტური კონსტიტუცია

იაპონიის ახალი თავდაცვითი გეგმა ითვალისწინებს სამხედრო ხარჯების 5 პროცენტით ზრდას და თავდაცვის ძალების როლის გაზრდას რეგიონში.

მინისტრთა კაბინეტის მიერ სამშაბათს დამტკიცებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და თავდაცვის დოქტრინა ფასდება, როგორც ჩინეთის მზარდი სამხედრო ძლიერებისადმი გამოპასუხების ერთი შემადგენელი ნაწილი.

გეგმა შემუშავდა პრემიერ მინისტრ შინზო აბეს თხოვნით, რომელსაც სურს გადაიხედოს იაპონიის პაციფისტური კონსტიტუცია რათა გადაიჭრას რეგიონალური საკითხები, სადაც ჩინეთის საკითხიც შედის.

„ეს გეგმა იაპონელ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებრიობას გარკვევით და გამჭვირვალედ აცნობს იაპონიის დიპლომატიურ და უსაფრთხოების პოლიტიკას. საერთაშორისო თანამშრომლობით და ჩვენი „წინმსწრები“ სამშვიდობო პოლიტიკით გავაგრძელებთ იმის მცდელობას, რომ კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის საქმეში.“
XS
SM
MD
LG