ამერიკელი და იაპონელი გამომძიებლები იმის დადგენას ეცდებიან, თუ რატომ დასჭირდა იაპონიის სავაჭრო ხომალდს და ამერიკულ გამანადგურებელს დაახლოებით ერთი საათი იმისთვის, რომ შეჯახების შემდეგ შეტყობინება გაეგზავნათ.
შეჯახება შაბათს, დილის 1:30 საათზე მოხდა, თუმცა შეტყობინება 2:30-ზე იქნა გაგზავნილი. ამერიკის და იაპონიის საზღვაო ხომალდების შეჯახების შედეგად 7 მეზღვაური დაიღუპა. საქმეს ამერიკის საზღვაო ფლოტი და სანაპირო დაცვის სამსახური იაპონიის შესაბამის ორგანოებთან ერთად იძიებს.