იაპონიის ოფიციალური პირების ცნობით, ამერიკა-იაპონიის სამხედრო სავარჯიშო შეწყდა, როცა რუსეთის ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა სავარჯიშოს ადგილის მახლობლად გადაიფრინა.
რუსეთის მედია იუწყება, რომ ილუშინის ტიპის ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა ჩვეული პატრულირების დროს სამხედრო სავარჯიშოს მახლობლად გადაიფრინა, თუმცა თვითმფრინავებს იაპონიის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.
იაპონიის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს რუსეთის მედიის განცხადება და აღნიშნეს, რომ რუსული თვითმფრინავების გამოჩენაზე საპასუხოდ იაპონიამ ნოტოს ნახევარკუნძულზე საკუთარი მოიერიშეები გაგზავნა.
ინციდენტთან დაკავშირებით გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთის თვითმფრინავები ისეთი საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ, როგორიცაა მაგალითად რადარების სამოქმედო სიხშირე.
ამერიკასა და იაპონიას შორის მიმდინარე სამხედრო სავარჯიშოში 60 სამხედრო გემი, 400 თვითმფრინავი, და 44 ათას სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.